“ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასაც მოითხოვს
პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს მოთხოვნით, აიკრძალოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“. როგორც უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, სარჩელს უტყუარი ფაქტები ერთვის და გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

ქართული ოცნება საკონსტიტიციოსგან გახარიას პარტიის აკრძალვასაც მოითხოვს. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
“ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, ყველამ კარგად იცის, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი, რიგი ე.წ პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება გახარია-საქართველოსთვის პარტია.
შეიძლება, გაჩნდეს კითხვები, რატომ მაშინ არა… პასუხი არის ძალიან მარტივი – ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, შემოვიდნენ პარლამენტში, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მივეცით შანსი, რომ ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში.
მაგრამ ნახეთ რა, პირველი და ყველაზე მთავარი – უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილების ჩვენს ქვეყანაში და ამის ირგვლივ უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ კომენტარებში თუ მათ ქმედებებში.
არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, ისინი რეალურად რა ძალას წარმოადგენენ, ვის ძალას წარმოადგენენ. არ აქვს მნიშვნრელობა ფერს და საარჩევნო ნომერს, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ის აგენტურული ქსელი ემსახურება, ეს ჩვენთვის ტოლფასია ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის.
ამ სარჩელის პირობებშიც ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეულ დეპუტატზე, ეს იქნება პარლამენტში თუ საკრებულოებში, ასე რომ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა, აქვე დავძენ, რომ სარჩელი არის შედგენილი ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით და ძალიან პროფესიონალურად” – ამბობს კირცხალია.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.