ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვას მოითხოვს. კირცხალიას თქმით, სარჩელით არ არის მოთხოვნილი პარლამენტისა და საკრებულოს მანდატების შეწყვეტა.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვსპირველი არხი

„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც კირცხალიამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილი არ არის პარლამენტისა და საკრებულოს მანდატების შეწყვეტა.

„ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება სარჩელი, რომელიც ეხება ე.წ. პარტიებს. ამ პარტიებს დაემატება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტია. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, რომ აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ მანდატების ცნობას. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მაშინ მისცა შანსი, რეალურად ჩართულიყვნენ პროცესში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა, ვნახეთ უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა და ამის ირგვლივ უამრავი დესქტრუქციული ქმედება. არ აქვს მნიშვნელობა ფერს და ნომერს, როცა ემსახურები იმ იდეას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენთვის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. ამ სარჩელის პირობებშიც არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეულ დეპუტატზე“, – განაცხადა კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, „ქართულიოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.