ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია: „ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ და არსებულ სარჩელს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატება. მისი თქმით, პარტიას შანსი მიეცა საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვისთვის, თუმცა მათ არ აღიარეს კონსტიტუციური წყობილება და ჰქონდათ დესტრუქციული ქმედებები.

ირაკლი კირცხალია: „ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა
ირაკლი კირცხალია: „ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რაPOSTV

„ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, გაჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო მოხსენიებული თავის დროზე სარჩელში აღნიშნული პარტიაც.

„პასუხი არის ძალიან მარტივი. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები. აპირებდნენ შემოსვლას პარლამენტში, შემდეგ იყო მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მისცა შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან, საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ ვნახეთ რა?, – პირველი, უხეში და თავხედური არ აღიარება კონსტიტუციური წყობილების ჩვენს ქვეყანაში. მეორე, ამის ირგვლივ მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება – პარლამენტს შიგნით კომენტარებში თუ ქმედებებში“, – აღნიშნა კირცხალიამ.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.