ირაკლი კირცხალია: ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი წარედგინება, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატება.

ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, გაჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო მოხსენიებული თავის დროზე სარჩელში აღნიშნული პარტიაც.
„პასუხი არის ძალიან მარტივი. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები. აპირებდნენ შემოსვლას პარლამენტში, შემდეგ იყო მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მისცა შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან, საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ ვნახეთ რა?, - პირველი, უხეში და თავხედური არ აღიარება კონსტიტუციური წყობილების ჩვენს ქვეყანაში. მეორე, ამის ირგვლივ მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება - პარლამენტს შიგნით კომენტარებში თუ ქმედებებში“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ ვის ძალას წარმოადგენენ ისინი.
„არ აქვს მნიშვნელობა ფერს და საარჩევნო ნომერს, როცა ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია“, - განაცხადა კირცხალიამ.
კირცხალიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ სარჩელის პირობებში მათ არ აქვთ მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეული დეპუტატისთვის, რომლებიც არიან პარლამენტსა და საკრებულოებში.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.