რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დაემატება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დაემატება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ აღნიშნულმა პარტიამ არ აღიარა კონსტიტუციური წყობილება და ჩაიდინა დესტრუქციული ქმედებები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელს, რიგი პარტიების აკრძალვის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" დაემატება.
"ერთ-ერთი მთავარი, რაც დღეს უმრავლესობის სხდომაზე განხილვის საგანი იყო და რაც გადაწყდა არის ის, რომ ამ კვირაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი და პარტიების ჩამონათვალს დაემატება "გახარია საქართველოსთვის" პარტია.
ერთ-ერთი მთავარი, რაც დღეს უმრავლესობის სხდომაზე განხილვის საგანი იყო და რაც გადაწყდა, არის ის, რომ ამ კვირაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი და პარტიების ჩამონათვალს დაემატება "გახარია საქართველოსთვის" პარტია.
დარწმუნებული ვარ, გაჩნდება კითხვები, თუ რატომ მაშინ არა, როდესაც ის პარტიები იყო მოხსენიებული სარჩელში, რომელი სარჩელიც დღეს უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოში - პასუხი არის ძალიან მარტივი. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მივეცით შანსი, რომ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობასთან", რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაგრამ ვნახეთ რა, პირველი და ყველაზე მთავარი - არაღიარება, უხეში და თავხედური კონსტიტუციური წყობილების, ამის ირგვლივ, კი უამრავი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით, კომენტარებში, თუ მათ ქმედებაში. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რა და ვის ძალას წარმოადგენენ ისინი რეალურად.
არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო ფერსა და ნომერს, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ტოლფასია შენი ქვეყნის ინტერესების ღალატის," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.