ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მასთან ერთად მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ახალი ბრალდებების გათვალისწინებით, ბურჭულაძეს პატიმრობა, პირობითი მსჯავრი და მილიონობით ლარის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო პროკურატურის განმარტებით, შეთანხმების პირობა გამოძიებასთან თანამშრომლობა იყო.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს იმ საქმეზე, რომელზეც 10 წელი ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმება გაფორმდა მასთან ერთად მსჯავრდებულებთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან.
მათ 8-8 წელი ჰქონდათ მისჯილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, 2 წელი პირობითი მსჯავრი და მილიონი ლარი ჯარიმა. მხეიძესა და ხაინდრავას კი - 100 000-ლარიანი ჯარიმა 1 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად.
პროკურორის განმარტებით, საპროცესოს პირობა იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა.
„აღიარებაც თუ არსებობს, ბრალდების და დაცვის მხარე, შესაძლოა შეთანხმდეს სასჯელზე და მათ შორის თანამშრომლობაზე. მოცემულ შემთხვევაში პირობები დაკმაყოფილებული იყო და მხარეები შევთანხმდით როგორც სასჯელზე, ასევე თანამშრომლობაზე. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა განისაზღრა საპროცესოს ერთ-ერთ პირობად“, - განაცხადა პროკურორმა "ტვ პირველთან".
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს კიდევ ერთი ბრალდება წარედგინათ 8 სექტემბერს. ამ საქმეზე პროკურატურა მათთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს - ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება. აქედან 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამასთან, ბურჭულაძეს 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.პროკურატურის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ითანამშრომლეს.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.