ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზე

სააპელაციო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, ბურჭულაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 3 წელს საპატიმროში გაატარებს, ხოლო 2 წელი პირობით ჩაეთვლება, დამატებით კი ქონების ჩამორთმევა და ჯარიმა დაეკისრა. ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ.

ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზე
ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზერუსთავი 2

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ.

ადვოკატ ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, ვასილ მხეიძე საპატიმროს რამდენიმე დღეში დატოვებს.

"გაფორმდა საპროცესო შეთანხმება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაფორმდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. შესაბამისად, ბატონი ვასილი დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას რამდენიმე დღეში.

ბატონ ჯუანშერს მიესაჯა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორ წელს, სამ წელს გაატარებს საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. ჩამორთმეული არის უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და ამას გარდა დანიშნული არის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა", - აცხადებს ადვოკატი.

სასამართლომ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით სასჯელად. მასვე, დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით. ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ. მათ 100 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.