ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის - პროკურორი

სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას. პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, აგრეთვე დაეკისრა მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა. ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას მიესაჯათ ოთხი წლისა და ორი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ერთ წელსა და ორ თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, და თითოეულს 100 000 ლარის ჯარიმა განესაზღვრა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის - პროკურორი
ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის - პროკურორირუსთავი 2

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ.

პროკურორი ანა ლეკიაშვილი აცხადებს, რომ მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

"დამტკიცდა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ჯუანშერ ბურჭულაძე, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებებში.

ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ორი წელი კი ჩაეთვალა პირობით, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 000 ლარის სახით, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა ორი წლით, ასევე ჩამოერთვა დანაშაულის საგანი, ეს ეხება უშუალოდ ესპანეთში განთავსებულ სახლს და ასევე ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე სახლს და მასთან, მდებარე ავტოსადგომს და საზაფხულო ფართს.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას, მათ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის და ორი თვის ვადით, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, სამი წელი ჩაეთვალათ პირობით, ორივე მათგანს ჯარიმის სახით განესაზღვრა 100 000 ლარი,"- აცხადებს პროკურორი.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.