ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება 10-წლიან მუხლზეც გაუფორმეს

სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსან ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ბიზნესმენ ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ბურჭულაძეს სასჯელი გაუნახევრდა და 5 წელი მიესაჯა (3 წელი რეალური პატიმრობა, 2 წელი პირობითი), ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა. გიორგი ხაინდრავასა და ვასილ მხეიძეს რეალური საპატიმრო დრო შეუმცირდათ და 100 000-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ. გარიგების ერთ-ერთი პირობა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობა და ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ჩვენების მიცემაა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება 10-წლიან მუხლზეც გაუფორმეს
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება 10-წლიან მუხლზეც გაუფორმესნეტგაზეთი

სააპელაციო სასამართლოში რეზონანსული სისხლის სამართლის საქმის განხილვა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.

ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მოადგილე გიორგი ხაინდრავას პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა. საპროცესო გაუფორმდა საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, ბურჭულაძის ნათესავ ბიზნესმენ ვასილ მხეიძეს. ერთ-ერთი პირობა რის სანაცვლოდაც მსჯავრდებულებმა სასჯელის შემსუბუქება მიიღეს, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.

აქ სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ქრთამის აღების მუხლით წარდგენილი ბრალი იგულისხმება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ და მხეიძემ ჩვენებები მისცეს. ბურჭულაძემ თქვა, რომ აიღო 1.5 მილიონი ლარის ქრთამი, საიდანაც ნახევარი (750 000 ლარი) თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასჯელის რამდენიმე ფორმას აერთიანებს. მათ შორისაა თავისუფლების აღკვეთა, ფინანსურ ჯარიმა, ქონების ჩამორთმევას და თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა.

ყველაზე სოლიდური ფინანსური სანქცია ჯუანშერ ბურჭულაძეს დაეკისრა. მას სახელმწიფოს სასარგებლოდ 1 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას, თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 100 000 ლარის გადახდა განესაზღვრა.

რა შეიცვალა ამ გარიგებით კონკრეტული პირებისთვის?

ჯუანშერ ბურჭულაძე – პირველი სასამართლოთი მას 10 წლით ჰქონდა მისჯილი ციხე. ახალი გარიგებით კი სასჯელი გაუნახევრდა. ჯამში მიესაჯა 5 წელი, საიდანაც რეალურად ციხეში გაატარებს 3 წელს (ვინაიდან ნაწილი უკვე მოხდილი აქვს, ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს), ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობითი ექნება. ასევე, ის დაჯარიმდა 1 მილიონი ლარით და ჩამოერთვა ქონება (მათ შორის უძრავი ქონება ესპანეთსა და წყნეთში).

ვასილ მხეიძე (ცოლისძმა) და გიორგი ხაინდრავა (ყოფილი მოადგილე) – მათ თავდაპირველად 8-8 წლით ჰქონდათ მისჯილი ციხე. გარიგების შემდეგ მათი რეალური საპატიმრო დრო 1 წლამდე და 2 თვემდე შემცირდა. რადგან ეს დრო ფაქტობრივად გასულია, ისინი ციხეს უკვე სექტემბრის ბოლოს დატოვებენ. ორივეს დაეკისრა 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, მხეიძეს კი ჩამოერთვა კონტრაბანდული სიგარეტი და მასალები.

ადვოკატი ლევან მახარაშვილი, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ინტერესებს იცავს, ადასტურებს, რომ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გამოძიებასთან თანამშრომლობა იყო.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა 100 000-ლარიანი ჯარიმა ადეკვატური იმ ფონზე, როდესაც საქმის მასალებით მხეიძეს მხოლოდ 1.5 მილიონად ღირებული სახლი უფიქსირდება, ადვოკატმა უპასუხა, რომ სახელმწიფოს მიერ წაღებული რესურსი ბევრად აღემატება საქმეში არსებულ ზიანს.

„ჯამში დაკისრებული ჯარიმები და ჩამორთმეული ქონებები თითქმის ხუთჯერ აღემატება იმ ზიანის ოდენობას, რაც თითოეული მათგანის მიმართ არსებობს. რაც შეეხება ვასილ მხეიძის ქონებას, ნებისმიერ პირს შესაძლებელია გააჩნდეს მილიონობით ქონება ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე და მინდა განვუცხადო მაყურებელს, რომ ვასილ მხეიძე წლებია ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს“, – აღნიშნა მახარაშვილმა ტვ პირველთან.

ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმეც, სადაც ის ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადაა ფიგურანტი და ბრალდებული ქრთამის აღებაში. იმ საქმეზე ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.