ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე – რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო და ერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სახელმწიფოს პოლიტიკა და ხალხი. მისი თქმით, რუსეთის იმპერიული ამბიციებისა და ოკუპაციის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პოლიტიკის ხალხის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გადატანა და რუსოფობიის სახით თავსმოხვეული განწყობები მიუღებელია.

ირაკლი კობახიძე – რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო და ერი
ირაკლი კობახიძე – რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო და ერიპირველი არხი

ჩვენ რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე. ეს არის პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთია სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება.

„რუსეთი იყო იმპერია და დღესაც აქვს იმპერიული ამბიციები. ეს, რა თქმა უნდა, ასეა. ყველა იმპერიას აქვს უამრავი ცოდვა, პირველ რიგში მეზობელი ქვეყნების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი იყო, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციაც. 1801 წლამდეც ჰქონდა არაერთი ცოდვა რუსეთს საქართველოს მიმართ და 1801 წლის შემდეგაც, 1921 წელსაც, 1921 წლის შემდეგაც. იყო იმპერია, დღესაც აქვს იმპერიული ამბიციე,ბი. საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი ამ იმპერიული ამბიციების. უმძიმესი ტკივილი გამოვიარეთ, მე პირადად პატარა ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი მოხდა და პირველი ტკივილი მაშინ განვიცადე, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ამ იმპერიულ ამბიციებთან. ამის შემდეგ კიდევ ერთი ომი მოხდა, მეორე ომი, 2008 წლის ომი იყო, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 2008 წელს, 90-იან წლებში – კიდევ უფრო მეტი. ეს არის ემოციურადაც მძიმე, რაც მოხდა და ეს ასოცირდება კონკრეტულ სახელმწიფოსთან. ეს ასეა.

აქ მთავარია, რომ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი. როდესაც იმპერია ჩადის გარკვეულ ცოდვებს, ეს არის სახელმწიფოს ცოდვები. რა თქმა უნდა, ამაში ყველა მონაწილეობს, მაგრამ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ – 70 წელი სრულდება უნგრეთის ოკუპაციიდან საბჭოთა კავშირის მიერ და ამ ოკუპაციამ წარმოშვა უნგრელ ხალხში ანტისაბჭოთა განწყობები. ადამიანები იყვნენ დამოუკიდებელ ქვეყანაში და უცებ განხორციელდა მათი ოკუპაცია. საბჭოთა კავშირის ნაწილი მაშინ იყო არაერთი ხალხი, მათ შორის ქართველი ხალხიც. როცა ოკუპაცია განხორციელდა, როდესაც ბუდაპეშტში შევიდა საბჭოთა ტანკები, იქ ქართველი სამხედროებიც იყვნენ, ზოგი ნებსით, ზოგი გაწვეული იყო უნებლიეთ. წარმოიდგინეთ, რომ ამის გამო უნგრელ ხალხს ჩაეთვალა, როგორც რუსი ხალხი, ისე ყაზახი, ლიეტუველი, ესტონელი, ქართველი ხალხი საძულველ ადამიანთა ერთობად. აქ სწორედ ამის გამიჯვნა მინდა. გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირის მიმართ უნგრელ ხალხს უნდა გასჩენოდა აგრესია, ბუნებრივია, იმიტომ, რომ განხორციელდა მათი ოკუპაცია, მაგრამ ამის გამო რომ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ რუსები, ქართველები, ესტონელები, უკრაინელები და ლიტუველები არიან საძულველი ხალხი, ეს აბსურდია. ჩვენ ამაზე გვაქვს საუბარი და როდესაც საუბარია რუსოფობიაზე და თუნდაც ანტირუსულ განწყობაზე თუ რაიმე სხვაზე, ეს არის მკაფიოდ გასამიჯნი ცნებები ერთმანეთისგან.

ძალიან მარტივად უნდა გავმიჯნოთ – დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი და დამოკიდებულება ხალხისა და ერისადმი. ერთია რუსოფობია და მეორეს დავარქვათ ანტირუსული განწყობა, ოღონდ ანტირუსულში ვიგულისხმოთ სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება და არა ხალხის მიმართ დამოკიდებულება. ამაზე გვაქვს საუბარი. ყველამ, მათ შორის საზოგადოებამ, ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს დამოკიდებულება სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართ – და ამ შემთხვევაში საუბარია სახელმწიფოზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი – და ხალხის მიმართ, რომელიც შედგება უამრავი ადამიანისგან. საქართველოშიც უამრავია კარგი და ცუდი, ყველა ხალხი ამისგან შედგება. საბოლოო ჯამში, არიან ხალხები, რომლებიც ხდებიან სისტემის მსხვერპლი. გერმანელი ხალხი არის ამის საუკეთესო მაგალითი. ისევ ჩემს ბავშვობას გავიხსენებ, 80-იან წლებში ყველას გვეგონა, რომ გერმანელები იყვნენ ცუდები, იმიტომ, რომ ჩართავდი ტელევიზორს, ყოველი მეორე ფილმი ეძღვნებოდა იმას, რომ გერმანელები იყვნენ ცუდები, ხოცავდნენ ქართველებს, რუსებს და ა.შ. ანუ საბჭოთა ხალხს, ამერიკას ეომებოდნენ, საფრანგეთს, ბრიტანეთს და ა.შ. ამით გავიზარდეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, გავარკვიეთ რა, რომ თურმე გერმანელი ხალხი არ ყოფილა ცუდი, პირიქით, არაჩვეულებრივი ხალხი ყოფილა. სამი წელი მაქვს იქ გატარებული და არის მართლა გამორჩეული ერი, წარმოუდგენელი კულტურით. ამაზეა აქ საუბარი, რომ ერთია სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება და მისი პოლიტიკის მიმართ, მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება. სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი. ჩვენ რასაც გვახვევენ თავს რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე. ეს არის პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.