ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: "ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ,

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკაში აუცილებელია მკაცრი პოზიციები და წითელი ხაზები ეროვნული ინტერესების დასაცავად, ხოლო პოლიტიკური ნაბიჯები უნდა იყოს პრაგმატული. მისი თქმით, ერებს შორის ურთიერთობა სიძულვილზე არ უნდა იყოს აგებული და ერის მიმართ დამოკიდებულება ბუნებრივი მოვლენაა.

პრემიერი: "ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ,
პრემიერი: "ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ,POSTV

“პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ჩვენი ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს და ეს აუცილებლად ასეა საჭირო, თუმცა აქაც ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, განაცხადი, უნდა იყოს პრაგმატული”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერებს შორის ურთიერთობა სიძულვილზე არ უნდა იყოს აგებული.

„რაც შეეხება ერებს შორის ურთიერთობას, ეს არის მუდმივი მოცემულობა, შესაბამისად აქ არა მხოლოდ პრაგმატულობაზეა საუბარი, აქ ელემენტარულად ბუნებრივი მოვლენაა ის, რომ ერის მიმართ დამოკიდებულება არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული. არ არსებობს ერი, რომელსაც თავისი ცოდვა არ აქვს, თუ საუბარია იმ ერებზე, რომლებმაც მოახერხეს საკუთარი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იმპერიების ჩამოყალიბება, მათ აქვთ უამრავი ცოდვა ჩადენილი. ნებისმიერი ერი რომ აიღო და ეს არის ძირითადად უდიდესი ერები, უდიდესი კულტურის შემქმნელი ერები, ყველა ერს, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იმპერია, მიუძღვის უამრავი ცოდვა, განსაკუთრებით საკუთარი მეზობლების წინაშე. ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, უდიდესი კულტურის ერებზეა საუბარი. ეს არის მარტივი თომას ჰობსის ფორმულა, რომელიც ანტიკური პერიოდიდან მოდის და უბრალოდ თომას ჰობსმა ახალი დატვირთვა მიანიჭა. საერთაშორისო პოლიტიკაში მუშაობს, პრინციპი სამწუხაროდ, კაცი კაცისთვის მგელია, ლათინურად Homo homini lupus. კაცი კაცისთვის მგელია და სამწუხაროდ ასეა. როდესაც ერი ახერხებს იმპერიის ჩამოყალიბებას, ის ძალიან ბევრ ცოდვას ჩადის. ისტორიულად ასეა, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ასეთი ერები, რომლებიც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შექმნეს იმპერიები და უამრავი ცოდვა მიუძღვით სხვა ერების წინაშე, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ერებმა შექმნეს კულტურა და დღეს ისინი ახერხებენ ცივილურად თანაარსებობას საკუთარ მეზობლებთანაც და არამეზობლებთანაც. ამიტომ ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ და ერთმანეთს ვერსად ვერ გაექცევიან. შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სიძულვილზე აგებული, არც პრაგმატული და არც რაიმე სხვა თვალსაზრისით. ეს არის უმარტივესი ჭეშმარიტება, რაზეც ჩვენ ახლა სერიოზულად გვიწევს მსჯელობა, სამწუხარო მოვლენაა, თუმცა გიდასტურებთ, რომ აქტუალური საკითხია იმ ხელოვნური დისკურსიდან გამომდინარე, რომელიც გარედან ჩვენს საზოგადოებას მოახვიეს თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.