ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე – ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან, პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია რუსოფობიის ჩანასახშივე მოკვლა. მისი თქმით, ქსენოფობია და რუსოფობია ბნელი მოვლენაა, რომელიც ქართველი ხალხისთვის არაორგანულია, ხოლო რუსოფობიის ცნება ინსტრუმენტია ამ მოვლენის წინააღმდეგ. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება აგრძელებს პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით.

ირაკლი კობახიძე – ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან, პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით
ირაკლი კობახიძე – ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან, პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებითპირველი არხი

ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია, არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება, წარმოიდგინოს.

„ცნება რუსოფობია კი არ უნდა მოკლათ, რუსოფობია უნდა მოვკლათ ჩანასახშივე საქართველოში. რუსოფობია, ისევე, როგორც ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება, ქართველებისთვის არ არის ორგანული. ჩვენ ვართ ისტორიულად განთქმული სტუმარ-მასპინძლობით, ტოლერანტული დამოკიდებულებით უცხოელის მიმართ, უცხო ადამიანის მიმართ. ეს არ არის ორგანული ჩვენთვის. 2008 წელს უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია, თუ ოდესმე შეიძლება, ეს გაჩენილიყო, როდესაც ერთი თვის წინ და ერთი წლის წინ 400-ზე მეტი ადამიანი მოგიკლეს, განხორციელდა ოკუპაცია, 30 000 კაცი გამოგიდევნეს. ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია ხომ მაშინ უნდა ყოფილიყო. მაშინ არავის გაუპროტესტებია რუსი ტურისტი იმიტომ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა იყო. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე – მთავარი რუსოფობები – გამოდიოდნენ და სიამაყით ამბობდნენ, როგორი გახურებული ტურიზმი გვქონდა რუსეთთან, როგორი გახურებული ბიზნესურთიერთობები გვქონდა. დღევანდელი გამოგონილი რუსოფობები, ხელოვნურად გარუსოფობებული ადამიანები. ამიტომ ვამბობთ, რომ რაღაცები ხელოვნურად შეგიძლია, დაალაგო. როგორც აფხაზებში დაალაგეს ხელოვნურად ქართველოფობია, ანალოგიურად ჩვენთანაც არის ძალა, უცხოური ძალა, რომელიც ხელოვნურად ალაგებს ქსენოფობიას, კონკრეტულად ამ შემთხვევაში რუსოფობიის სახით. ამას აქვს ორი მიზანი: პოლიტიკური პრობლემების შექმნა, ესკალაციის გამოწვევა და მეორე – ეს არის ეკონომიკური პრობლემების შექმნა.

მადლობა ღმერთს, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მათ შორის იმის შედეგად, რომ რუსოფობიას დავარქვით თავისი სახელი, ამიტომ არ მოსწონს აგენტურას ცნება, განა რუსოფობია არ მოსწონთ, ცნება რუსოფობია არ მოსწონთ იმიტომ, რომ ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ. ამიტომ უნდათ, რომ მოკლან ცნება რუსოფობია და არა რუსოფობია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია. ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია, არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება, წარმოიდგინოს. როდესაც ცდილობ, ადამიანებს დააჯერო ის, რომ კონკრეტული ერი შეიძლება, იყოს ცუდი, ერი და ხალხი – საზოგადოებას უნდა გეგონოს ბნელი. ვიღაცებს ჰგონიათ, ამ უცხოელ პატრონებს, რომ ქართულ საზოგადოებაში საკმარისი რაოდენობით ადამიანებს ნახავენ, თუნდაც ხუთ პროცენტს, სამ პროცენტს, არ ვიცი, რამდენის იმედი აქვთ, რომელიც ისეთი ბნელია, რომ ამ კამპანიას აჰყვება.

მართლა არიან ადამიანები, თითზე ჩამოსათვლელი, ცოტა, აგენტურის რაღაც ბირთვი, რომელიც ამ კამპანიას მიჰყვება, მაგრამ ქართველი ხალხი, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის აბსოლუტურად ორგანულია ტოლერანტობა და არაორგანულია ქსენოფობია ნებისმიერი გამოვლინებით, ამ კამპანიას არ აჰყვება. მაგრამ თუ ფხიზლად არ ვიქნებით, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავუპირისპირდეთ არა ტერმინ ქსენოფობიას და რუსოფობიას, არამედ რუსოფობიას ძირშივე. მიუხედავად იმისა, რომ რუსოფობიის გაღვივების შანსი საქართველოში ძალიან ცოტაა გამომდინარე ჩვენი ხალხის ბუნებიდან, ამის მიუხედავად უნდა ვიყოთ ფრთხილად და ძირშივე უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოში გააღვივონ ქსენოფობია, კონკრეტულად რუსოფობიის სახით. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად, პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.