ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბათუმში 9 საბავშვო ბაღი არ მუშაობს, მერიაში კი ირწმუნებიან, რომ ყველა ბავშვი მიიღეს

ბათუმის მერიის განცხადებით, 2026 წლის სექტემბრისთვის ბაღებში 2500 ახალი აღსაზრდელი შევიდა და საჯარო ბაღში მოხვედრის მსურველი არც ერთი ბავშვი გარეთ არ დარჩენილა მიუხედავად იმისა, რომ 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბავშვების სხვა ბაღებში გადანაწილებამ ჯგუფებში სტანდარტები დაარღვია, რასაც მერია უარყოფს და განმარტავს, რომ გადანაწილება მხოლოდ თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით მოხდა.

ბათუმში 9 საბავშვო ბაღი არ მუშაობს, მერიაში კი ირწმუნებიან, რომ ყველა ბავშვი მიიღეს
ბათუმში 9 საბავშვო ბაღი არ მუშაობს, მერიაში კი ირწმუნებიან, რომ ყველა ბავშვი მიიღესბათუმელები

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 2500 ახალი აღსაზრდელი შევიდა, აღსაზრდელების რაოდენობა კი 7 760-ს შეადგენს.

მერია ასევე აცხადებს, რომ წელს ბათუმში საჯარო ბაღში მოხვედრის მსურველი არც ერთი ბავშვი გარეთ არ დარჩენილა. როგორ მოახერხეს ეს, მაშინ, როცა ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა?

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ბავშვები სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს, რაც სტანდარტის დარღვევას ავტომატურად გამოიწვევდა, რადგან ჯგუფებში ბავშვების რაოდენობას გაზრდიდა. მერია ამას უარყოფს.

მერიაში აცხადებენ, რომ ბავშვები მხოლოდ იმ ბაღებში გადანაწილდნენ, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ:

„რაც შეეხება ბავშვების გადანაწილებას, ეს პროცესი განხორციელდა მოქმედ საბავშვო ბაღებში, სადაც ჯგუფებში არსებული ბავშვების რაოდენობა არ იყო მაღალი. შესაბამისად, ბავშვების გადანაწილებისას გათვალისწინებული იყო ჯგუფებში არსებული ადგილები და შესაბამისი პირობები, რათა აღსაზრდელებისთვის სააღმზრდელო პროცესში ჩართულობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო“.

მერიის ინფორმაციით, წლევანდელ სააღმზრდელო პროცესს 3 რეაბილიტირებული ბაღი შეემატა, ესენია №3, №12 და №26, უახლოეს პერიოდში კი უნდა დასრულდეს კიდევ 6 ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროცესი.

ასევე, ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ №21 ბაღში მუშაობა განახლებულია, №11 ბაღის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით კი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 4 სექტემბერს გამოაცხადა.

მერიის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში დაწყებულია ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ, რაც სამშენებლო ადგილზე „ბარაკებში“ მცხოვრები ოჯახების სხვა საცხოვრებელში გადაყვანას უკავშირდებოდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კონსოლ კონსტრაქშენი“ ასრულებს.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი გონიოში ახალი, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს.

ასევე, მერიაში გვითხრეს, რომ ისევ ეძებენ ადგილებს საბავშვო ბაღების ასაშენებლად. „პარალელურად მიმდინარეობს ახალი ლოკაციების მოძიება საბავშვო ბაღების მშენებლობის მიზნით“.

ამავე თემაზე:

ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.