ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრის ვაჟა დარჩიას განცხადებით, დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას განცხადებით, ბათუმში 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა. მისი თქმით, მიზეზი ჩაუტარებელი სამუშაოებია, რაზეც პასუხისმგებლობა ბათუმის მერიას ეკისრება.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრის ვაჟა დარჩიას განცხადებით, დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა
„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრის ვაჟა დარჩიას განცხადებით, დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდაინტერპრესნიუსი

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრის ვაჟა დარჩიას განცხადებით, დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა.

მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღები არ გაიხსნა, რადგან ვერ მოხერხდა სამუშაოს ჩატარება, რაზეც საკრებულოს წევრის თქმით, პასუხისმგებლობა ბათუმის მერიას ეკისრება.

„დღეს სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ბაღებში, თუმცა 40 მუნიციპალური ბაღიდან 9 ბაღი ისევ ხელმიუწვდომელია ბათუმელებისთვის. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ მოხერხდა სამუშაოების ჩატარება და 9 ბაღი დარჩა გაუხსნელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ათასობით ბავშვი ვერ მოხვდება ბაღში, რაც ნიშნავს იმას, რომ მძიმე ვითარება იქნება იმ ბაღებში, რომლებიც გაიხსნა, რადგან არსებული რაოდენობა ძალიან აჭარბებს სტანდარტს, რომელიც უნდა იყოს შესაბამისი. ამაზე რეალური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება მერიას, რომელიც ვერ ახერხებს დროულად სამუშაოების წარმოებას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბენზეში, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბანში და ჩვენ უკან არის 34-ე საჯარო ბაღი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა დიდი ზარ-ზეიმით, დღეს კი დაკეტილია. აქ ახლა უნდა იყოს ბავშვების, ჟრიამული, თუმცა 2018 წელს გახსნილი, თითქოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ბაღი, დღეს არის ავარიულ მდგომარეობაში. ეს არის, რა თქმა უნდა, სახე იმისა, თუ როგორი კორუფციული გზებით კეთდება ეს ყველაფერი, როგორი უნიათოა "ქართული ოცნება". მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, მოვუწოდებ მერიას, ბათუმელებს მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ როდის გაიხსნება ბაღები, როდის შეძლებენ ბათუმელები ამ უსასრულო რიგების დასრულებას და ასევე, როდის აშენდება კონკრეტულად 34-ე ბაღი, რომლის ირგვლივაც უამრავი კითხვაა და ეს ევროსტანდარტებთან შესაბამისი ბაღი მალე იქნება თუ არა ხელმისაწვდომი ბათუმელებისთვის“.- განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.