ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. მანამდე მას სხვადასხვა ხელმძღვანელი პოზიცია ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, შემოსავლების სამსახურსა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს
ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინესBM.GE

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე გამყრელიძეს სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

გამყრელიძეს უშუალოდ საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

რაც შეეხება განათლებას, მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

ამ დრომდე მისი პოზიციებიდან გამომდინარე მერაბ გამყრელიძეს დეკლარაცია შევსებული არ აქვს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.