ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი მერაბ გამყრელიძე თანამშრომლებს წარუდგინა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყოფილ ხელმძღვანელს ლევან ხარაბაძეს და ახალ ხელმძღვანელს წარმატებები ისურვა.

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინარუსთავი 2

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი, მერაბ გამყრელიძე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს წარუდგინა.

ლაშა ხუციშვილმა მერაბ გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნა მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მერაბ გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა და კარგად იცნობს როგორც სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, ისე მის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო სამსახურმა ახალი ხელმძღვანელის პირობებში აქტიურად გააგრძელოს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება.

"დარწმუნებული ვარ, მერაბ გამყრელიძის პროფესიული გამოცდილება და მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგამოძიებო სამსახურის ეფექტიან საქმიანობას და მის წინაშე დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მერაბ გამყრელიძემ ფინანსთა მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე მერაბ გამყრელიძეს სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლევან ხარაბაძეს, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.