ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსად მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსად მერაბ გამყრელიძე წარადგინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებსიმედინიუსი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.