4 ოქტომბრის საქმეზე ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
სააპელაციო სასამართლოში გაცხადდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პირობები კი ჯერ არ არის შეთანხმებული. მოსამართლე თეა ლეონიძემ საქმის განხილვა გადადო და გვენცაძის საქმე ცალკე გამოყო. საქმის სხვა ფიგურანტებს შორის არიან პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა და სხვები, ხოლო თორნიკე მჭედლიშვილი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
ინფორმაცია დღეს, 14 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოში გაცხადდა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პირობები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.
ნიკოლოზ გვენცაძე იყო ერთ-ერთი ბრალდებული 4 ოქტომბრის საქმის ე.წ. ორგანიზატორების, 10-პირიანი განაყოფიდან. სააპელაციო სასამართლოში ამ განაყოფის საქმეს მოსამართლე თეა ლეონიძე განიხილავს.
ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თეა ლეონიძემ საქმის განხილვა გადადო და საქმიდან ცალკე გამოიყო ნიკოლოზ გვენცაძის საქმე. საპროცესო შეთანხმების საბოლოო მიღწევამდე მხარეებს შორის, ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება მომდევნო სხდომა ნიკოლოზ გვენცაძის გამოყოფილ საქმეზე და რომელი მოსამართლე განიხილავს და დაამტკიცებს გარიგებას დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების დადების კანონით განსაზღვრული საფუძველი ბრალის აღიარებაა.
ნიკოლოზ გვენცაძის გარდა, განაყოფ, როგორც უწოდებენ, ძირ საქმეში დანარჩენი ფიგურანტები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, თორნიკე მჭედლიშვილი.
თორნიკე მჭედლიშვილი უკვე თავისუფალია. ის ერთ-ერთია იმ 226 პატიმრიდან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
მომდევნო სხდომას 4 ოქტომბრის „ორგანიზატორების“ საქმეზე მოსამართლე თეა ლეონიძე 5 ოქტომბერს ჩაატარებს.
ამ 10-პირიან საქმეზე განაჩენი საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 2026 წლის 7 მაისს გამოიტანა.
პაატა ბურჭულაძე — 7 წელი;
მურთაზ ზოდელავა — 7 წელი;
ირაკლი ნადირაძე — 7 წელი;
პაატა მანჯგალაძე — 7 წელი;
ლაშა ბერიძე — 7 წელი;
ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი;
ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი;
თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი;
ნიკა გვენცაძე — 5 წელი;
გური ჟვანია — 5 წელი.
რას ედავებიან თითოეულ მსჯავრდებულს, წაიკითხეთ აქ:
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.