ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?

შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი გახდა. სტატიაში მოცემულია მისი სამუშაო გამოცდილება და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ის ფლობს მიწის ნაკვეთს ბოლნისში, ლიბერთი ბანკის აქციებს, ხოლო მისი მეუღლე სოფელ თხინვალაში ფლობს მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას.

რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?
რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?ალია

შემოსავლების სამსახურის უფროსი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი გახდა.

ბარათაშვილს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2020-2021 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში ასევე იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი და სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2021 წლიდან კი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერიის მიმართულება. 1996 – 2000 წლებში კი სწავლობდა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში.

რაც შეეხება ქონებრივ მდგომარეობას, ბარათაშვილს ბოლოს დეკლარაცია 2026 წლის თებერვალში აქვს შევსებული, რომელიც თავის მხრივ 2025 წლის მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, ბარათაშვილი ფლობს 1550 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ბოლნისში.

მისი ცოლი თამარა ქვარცხავას საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა, სოფელ თხინვალაში. მიწის ნაკვეთის ფართობია 735 კვ.მ-ს შეადგენს. ბარათაშვილი ასევე არის “ლიბერთი ბანკის” აქციონერი, რომელიც 1994 წელს შეიძინა. აქციების ჯამური რაოდენობა 88 500-ია. მისი ცოლი ასევე არის შპს ქვარცის მფლობელი, თუმცა დეკლარაციის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი არ უფიქსირდება.

გასულ წელს მამუკა ბარათაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე 101 615 ლარი მიიღო ხელფასის სახით.(ბიემჯი)

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ალია

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.