ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი გახდა. მათმა წინამორბედებმა, ლევან ხარაბაძემ და მიხეილ მაღლაკელიძემ, თანამდებობები გასულ კვირას დატოვეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად — მერაბ გამყრელიძე, შემოსავლების სამსახურის უფროსად კი მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა.
მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს — სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
რაც შეეხება მამუკა ბარათაშვილს, ის პარალელურად ფინანსთა მინისტრის მოადგილეა. 2020-2021 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინა უფროსმა ლევან ხარაბაძემ, რომელიც „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის გარემოცვის წევრია, პოსტი გასულ კვირას დატოვა, ისევე როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა პოსტი დატოვა
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.