ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შემოსავლების სამსახურსა და „ფინანსურ პოლიციას“ ახალი უფროსები ჰყავთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საგამოძიებო სამსახურში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ. შემოსავლების სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი გახდა, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე ჩაუდგა სათავეში. მათ წინა ხელმძღვანელებმა, მიხეილ მაღლაკელიძემ და ლევან ხარაბაძემ, თანამდებობები დატოვეს.

შემოსავლების სამსახურსა და „ფინანსურ პოლიციას“ ახალი უფროსები ჰყავთ
შემოსავლების სამსახურსა და „ფინანსურ პოლიციას“ ახალი უფროსები ჰყავთრადიო თავისუფლება

ამ უწყებათა ხელმძღვანელებმა, მიხეილ მაღლაკელიძემ და ლევან ხარაბაძემ შაბათს, 2026 წლის 12 სექტემბერს დატოვეს თანამდებობები.

შემოსავლების სამსახური - მამუკა ბარათაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილე, მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალი პოსტის მიუხედავად, ბარათაშვილი გააგრძელებს მოადგილის მოვალეობის შესრულებასაც.

სამინისტროს პრესცენტრი წერს, რომ ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში „მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს“:

2020-2021 წლებში იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს;

სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საგამოძიებო სამსახური - მერაბ გამყრელიძე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (მედიაში ზოგჯერ უწოდებენ „ფინანსურ პოლიციას“) უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

ამ დრომდე მას შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

სამინისტროს პრესცენტრი წლების დაზუსტების გარეშე წერს, რომ იგი სხვადასხვა წლებში იყო:

საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,

საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი,

საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე,

ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა,

მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

წინა ხელმძღვანელები

შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო მიხეილ მაღლაკელიძე.

იგი ამ პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა, ხოლო მანამდე ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო 10 თვის განმავლობაში;

ხოლო კიდევ უფრო ადრე, 2019-25 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი კი იყო ლევან ხარაბაძე.

2025-26 წლებში იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო - მამუკა მდინარაძის უფროსობისას.

ოპოზიციაში ცვლილებებს სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის წასვლას უკავშირებენ.

თუმცა 14 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ამ ცვლილებებზე განაცხადა:

„თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები“.

„ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 27 აგვისტოს გამოაცხადა, - დაპატიმრებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებისა და „ზეწოლაზე“ ბრალდებების ფონზე, თუმცა თქვა, რომ ეს ნაბიჯი ამ საკითხს არ უკავშირდება.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.