გია ვოლსკი – გამოძიებასთან თუ ითანამშრომლებ და ცოდვას მოინანიებ, მართლმსაჯულება შემწყნარებელი უნდა იყოს, თუმცა ეს ბრალის გაუქმებას და განულებას არ ნიშნავს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულის მონანიება მართლმსაჯულების მხრიდან შეწყალებას უნდა იწვევდეს, თუმცა ეს ბრალის გაუქმებას არ ნიშნავს. კომენტარი ეხება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი დაკავებულების სააპელაციო სასამართლოში გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებას.

იმედი მაქვს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს მართლა გულწრფელად ინანიებს, არავის არ აქვს თვითმიზანი, რომ ის და ნებისმიერი სხვა, გასამართლებული იყოს და ციხეში სასჯელს იხდიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.
„საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია, საქართველოში ახალი არაფერი მოუგონიათ. გამოძიებასთან თუ ითანამშრომლებ და ცოდვას მოინანიებ, რასაკვირველია, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიულ სამყაროში მართლმსაჯულება შემწყნარებელი უნდა იყოს, თუმცა ეს ბრალის გაუქმებას და განულებას არ ნიშნავს. დანაშაული ჩადენილია. ამ საკითხს მაინც ემოციურად ვუდგები, რადგან განწყობაც ყოველთვის ასეთი მქონდა – მრავალშვილიანი მამაა. იმედი მაქვს, რომ დანაშაულს მართლა გულწრფელად ინანიებს. არავის არ აქვს თვითმიზანი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე და ნებისმიერი სხვა, გასამართლებული იყოს და ციხეში სასჯელს იხდიდეს.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდარავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ორ წელიწადში დატოვებს.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.