ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ტელეკომპანია "პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვისა და ქრთამის აღების საქმეებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებაფორმდება. გავრცელებული ცნობით, ბურჭულაძემ და მხეიძემ ბრალი აღიარეს.

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ
"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენTV პირველი

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

საპროცესო შეთანხმება დღეს, 14 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზე გაფორმდება.

ჩვენი ინფორმაციით, საპროცესო ბურჭულაძესთან ერთად, ფორმდება მის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ძოლის ძმაა.

ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული; გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

რამდენიმე წუთის წინ, გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა, სალომე ივანიშვილმა "პირველებს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან საპროცესო შეთანხმება შედგა, თუმცა რა პირობები აქვს ბრალდების მხარეს, იურისტი ამას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

"პირველების" ინფორმაცია კი ასეთია: გასულ კვირას რა შეთანხმებაც ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძესთან შედგა, სწორედ ამ პირობებით მოხდება ჯარის ძარცვის საქმეზე მსჯავრდებულ სამივე პირთან შეთანხმებაც.

საპროცესო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე:

ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ნათესავის, ვასილ მხეიძის წინააღმდეგ აღძრული ახალი სისხლის სამართლის საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ორივე მათგანს მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე წარედგინათ ბრალი. მას შემდეგ კი რაც ბურჭულაძემ და მხეიძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ქრთამის აღებაში დახმარება აღიარეს და ხელი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს დაადეს მათთან საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით გაფორმდა:

ჯუანშერ ბურჭულაძე - დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.

ვასილ მხეიძე - ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

ჯარის ძარცვის საქმე:

2026 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.

გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 - 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.

თავდაცვის ექს-მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.