კადრი, ნაცმოძრაობის მმართველობის წლებიდან - ცნობილი ხდება, ვინ დანიშნეს ფინანსური პოლიციის უფროსად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. სტატიის მიხედვით, ის წარსულში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, იყო „ლიბერთი ბანკის“ დეპარტამენტის უფროსი და ასევე იკავებდა სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

ფინანსთა სამისნიტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად, მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
ის ამ უწყებაში წლების შემდეგ უფროსის თანამდებობაზე ბრუნდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 2004-2009 წლებში გამყრელიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობდა.
ის 2010- წელს დააწინაურეს და ამავე უწყების ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე გადანიშნეს. 2017 წელს გამყრელიძემ საჯარო სამსახური დატოვა.
ის “ლიბერთი“ ბანკში წავიდა და უსაფრთხოების, პრობლემური სესხების და სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
2025 წლის 11 აგვისტოდან, ის სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს, დღეს კი საგამოძიებო სამსაუხრი ჩააბარეს.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
- ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
- ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.