ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ამით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას, მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა, რომ ტურისტებისთვის პლაჟზე დისკომფორტის შექმნა აბსურდია და ტერიტორიულ მთლიანობას ვერ დაიცავს. მან ასევე ორმაგი სტანდარტი უწოდა იმ ფაქტს, რომ მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას და ამავდროულად რუსოფობიური განცხადებებით გამოდის.

პრემიერი: დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ამით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას, მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი
პრემიერი: დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ამით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას, მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, ეს არის ორმაგი სტანდარტირუსთავი 2

ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ბათუმში, პლაჟზე რომ რუს ქალს გაუშლი ბანერს, მაგით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? სირცხვილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორმაგი სტანდარტია ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, მიშა მშვილდაძე ბინას აქირავებს რუსებზე და ამავდროულად გამოდის რუსოფობიური განცხადებებით.

"როდესაც პლაჟზე თავზე ადგები რუს ტურისტს და ამით გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ხომ აბსურდია?!

სადაც თქვენ დადიხართ იმ ტელევიზიის მფლობელი მიშა მშვილდაძე რუსებს აქირავებს ბინას და მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, რომ - პლაჟზე, დიახ, უნდა დაადგე რუს ტურისტს. გემით რომ ჩამოდის ტურისტი, აქცია უნდა მოუწყო, ეს არის ორმაგი სტანდარტი,"- აღნიშნა პრემიერმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.