პრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც აითვისებდა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით გამოყოფილი სამი მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, რითაც უპასუხა ბრალდებებს ხარჯების არაკეთილსინდისიერად გაწევის შესახებ.

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კითხვას, რომელიც კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების არამიზნობრივად დახარჯვის საკითხს შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.