ირაკლი კობახიძე – თქვეს, თითქოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიდან ფული მოიპარეს, გამოყოფილი იყო სამი მილიონი, დაიხარჯა 722 ათასი, ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, სამ მილიონსაც კარგად აითვისებდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას უპასუხა ბრალდებებს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების არამიზნობრივად გაწევისა და ფულის მოპარვის შესახებ. მისი თქმით, გამოყოფილი სამი მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 ათასი ლარი დაიხარჯა და ვინმეს ქურდობა რომ სდომოდა, მთელ თანხას აითვისებდა.

პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, სამ მილიონსაც კარგად აითვისებდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კითხვას, რომელიც კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის თანხების არამიზნობრივად დახარჯვის საკითხს შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, სამ მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.