ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ რუსეთის დარტყმების შეწყვეტას, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ მოსკოვი რაიმე შეთანხმებას დაიცავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს რუსეთის ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისგან, თუ საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტას. ამავდროულად, ზელენსკი ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვის მიერ რაიმე შეთანხმების დაცვის სანდოობას. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები ენერგეტიკულ სამიზნეებზე დარტყმების შეწყვეტაზე დათანხმდნენ.

უკრაინა მზად არის, არ ურტყას რუსეთის ენერგეტიკას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დარტყმების შეწყვეტას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“უკრაინა წინადადებით გამოვიდა, რომ მისმა პარტნიორებმა მიაღწიონ რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც შეაჩერებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. საკვები, ენერგეტიკა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის სხვა აუცილებელი რაღაცები დაცული უნდა იყოს, რუსეთის დარტყმები პირდაპირ მათ წინააღმდეგადაა მიმართული. ყოველ დღე, უკრაინული ენერგეტიკული ობიექტები, საპორტო ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, და საწყობებიც კი, რომლებშიც საკვები და მედიკამენტები ინახება, სამიზნეები ხდებიან. უკრაინა არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი მზად არის, დაიცვას რაიმე სახის შეთანხმება.
თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ რუსეთი ნამდვილად თავს შეიკავებს ჩვენი ელექტროენერგიის სისტემის, სხვა ენერგეტიკული ობიექტების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, და საკვების მომარაგების მარშრუტების დაბომბვისგან, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ჩვენი მხრიდან დარტყმებისგან თავის შეკავებაზე. ისეთი, რომ ის იყოს სანდო, გრძელვადიანი, ნამდვილი გავლენა ჰქონდეს ხალხის ცხოვრებაზე, და არ დაიშალოს მას შემდეგ, რაც რუსები თავიანთ “არჩევნებს” ჩაატარებენ და სწორედ ამ პერიოდისთვის მიიღებენ ბენზინსა და დიზელზე ზეწოლის შემსუბუქებას. ომი დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეესკალაციური ნაბიჯი შესაძლოა პირველი ნაბიჯი იყოს მშვიდობისკენ. კონკრეტიკას ველის ჩვენი პარტნიორებისგან,” - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “უკრაინა დათანხმდა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს. რუსეთ ასევე დათანხმდა!”
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.