ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთში დიზელის განადგურება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურასა და დიზელის საწვავზე დარტყმები, რადგან ეს მსოფლიოში დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში დიზელის საწვავზე შექმნილ დეფიციტს რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს და კიევს მოუწოდებს, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურაზე.
ამის შესახებ ტრამპმა ირლანდიაში, გოლფის კლუბში განაცხადა.
„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს — მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება. დაარტყას სამიზნეებს, მაგრამ არა — დიზელის საწვავს, რადგან ეს დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს მსოფლიოში. ეს არ ხდება ახლო აღმოსავლეთის გამო. ამას იწვევს, რაც რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით ხდება. ჩვენ არ გვინდა, რომ მან დიზელს დაარტყას“, — განაცხადა ტრამპმა და თქვა, რომ ამის შესახებ აშშ ზელენსკის ესაუბრება.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების შორ მანძილზე განხორციელებული თავდასხმებმა შეამცირა ქვეყნის საწვავის წარმოება, რამაც მთელ ქვეყანაში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია. უკრაინა, რომლის ინფრასტრუქტურაც რუსეთის მხრიდან მუდმივი დარტყმების ქვეშაა, რუსეთის ომის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითად წყაროზე — ნავთობის წარმოებას ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.
ამასთან, ივლისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები წარმოადგენდა ესკალაციას, რომელსაც ომის დასრულება შეეძლო.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.