ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. ინიციატივა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააჟღერა, დამსაქმებელთა საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ირაკლი კირცხალია: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ.
ირაკლი კირცხალია: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ.POSTV

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იგი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე გააჟღერა.

„მას დაჩქარებული წესით მივიღებთ. ზოგადად, ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან. ამნისტიასა და შეღავათებს რომ თავი დავანებოთ, მოწესრიგდება ეს მიმართულება.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი – როდესაც შენ საუბრობ ბიზნესზე, მეწარმეობაზე, ეკონომიკაზე, ყოველთვის პულსი უნდა გედოს ბიზნესის მოთხოვნაზე. როდესაც აწესებ რაღაც რეგულაციას, მას აუცილებლად უნდა მოერგოს ფიზიკური პირი თუ ნებისმიერი ბიზნესი, მცირე თუ საშუალო მეწარმე და ეს ცოცხალი პროცესია. ბიზნესის, მთავრობისა და სახელმწიფოს კოორდინაციის, ურთიერთობის შედეგია შემდეგ ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

მისივე თქმით, დადებითი საკანონმდებლო ცვლილებები კი შემდეგ პირდაპირ აისახება განხორციელებულ ინვესტიციებში.

„ეს ყველაფერი შემდეგ კონვერტირდება იმ ეკონომიკურ ზრდაში, ახალ ბიზნესებში, მოზიდულ ინვესტიციებში და წლიდან წლამდე ახალ უცხოურ ინვესტიციებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ასე, რომ არ არსებობს არანაირი ეკონომიკური ზრდა, არ არსებობს ბიზნესის განვითარება იმ პირობებში, თუ სახელმწიფო ყოველწუთიერად არ უსმენს ბიზნესის მოთხოვნებს და არ მისდევს იმ გამოწვევებს, რომელიც გამოწვევებიც ნებისმიერ დროს შეიძლება, შეექმნას მცირე, საშუალო თუ დიდ მეწარმეს ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა კირცხალიამ.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების – ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.