ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლევან ცუცქირიძე - უჩვეულო არაფერია იმაში, რასაც ვხედავთ, უმაქნისი, კორუმპირებული სისტემა ლპება - პოლიტიკური ფიგურა ივანიშვილია, რომელიც არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, პაიკები ჰყავს გამოყვანილი და ვის, სად გადაიყვანს, განსხვავებას არ იძლევა

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები უმაქნისი და კორუმპირებული სისტემის ლპობის პროცესია. მისი შეფასებით, ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა ბიძინა ივანიშვილია, რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს, ხოლო დანარჩენები პაიკები არიან. ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შესუსტებაში ოპოზიციის პრინციპულმა ბრძოლამაც შეიტანა წვლილი და ცვლილებები სისტემის შიდა პროცესებისა და ხალხის განწყობის გამოა მოსალოდნელი.

ლევან ცუცქირიძე - უჩვეულო არაფერია იმაში, რასაც ვხედავთ, უმაქნისი, კორუმპირებული სისტემა ლპება - პოლიტიკური ფიგურა ივანიშვილია, რომელიც არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, პაიკები ჰყავს გამოყვანილი და ვის, სად გადაიყვანს, განსხვავებას არ იძლევა
ლევან ცუცქირიძე - უჩვეულო არაფერია იმაში, რასაც ვხედავთ, უმაქნისი, კორუმპირებული სისტემა ლპება - პოლიტიკური ფიგურა ივანიშვილია, რომელიც არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, პაიკები ჰყავს გამოყვანილი და ვის, სად გადაიყვანს, განსხვავებას არ იძლევაინტერპრესნიუსი

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებით არაფერი უჩვეულო არ ხდება.

როგორც ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა , ეს არის კლასიკური ვითარება, როდესაც „უმაქნისი, არაფრის გამკეთებელი, კორუმპირებული სისტემა ლპება“.

„არ მგონია, რომ გეკა გელაძე პოლიტიკური ფიგურა იყო და საიდანღაც გავიდა. ან როდის შემოვიდა, ან რა გააკეთა, ან სად გავიდა? არაფერი უჩვეულო არ არის იმაში, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ეს არის კლასიკური ვითარება, როდესაც უმაქნისი, არაფრის გამკეთებელი, კორუმპირებული სისტემა ლპება. ვინ არიან პოლიტიკური ფიგურები? პოლიტიკური ფიგურა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს. წინ პაიკები ჰყავს გამოყვანილი და ამათგან ვის, სად გადაიყვანს, არსებით განსხვავებას არ იძლევა, მათ დამოკიდებულებაში პრინციპულად არ შეიცვლება “,- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცუცქირიძის თქმით, ხელისუფლების დასუსტებაზე დიდი გავლენა იქონია ოპოზიციის პრინციპულმა ბრძოლამ.

მისივე შეფასებით, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, „არაფერი იქნება საკმარისი“.

„რატომ არის „ქართული ოცნება“ ასეთ დღეში, საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლირებული, შიგნით ლეგიტიმაცია დაკარგული, რატომ არიან ერთმანეთის ჭამაზე გადასულები? იმიტომ, რომ ამაში ოპოზიციის პრინციპულმა ბრძოლამაც შეიტანა წვლილი. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კრიტიკულად ვუყურებდეთ იმას თუ რას აკეთებს ოპოზიცია. მე თვითონ ყოველდღე, სანამ „ქართული ოცნება“ აკონტროლებს ძალაუფლების რეპრესიულ ინსტრუმენტებს, მექნება დანაკლისი და ვიტყვი,რომ შემეძლო უკეთესად გამეკეთებინა. არაფერი იქნება საკმარისი, სანამ ამათ არ მოვიცილებთ“,- განაცხადა ცუცქირიძემ და დასძენს, რომ არ არის გამორიცხული 2028 წლამდე მოხდეს ცვლილებები.

მისი თქმით, „ცვლილება შეიძლება მოხდეს სისტემის შიგნით მიმდინარე ამბების გამო და მათ შორის, ხალხის განწყობის მიზეზით“.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.