"გელამ რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება" - ირაკლი შაიშმელაშვილი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, სუს-ის ყოფილი უფროსის, გელა გელაძის გადაყენება მას შემდეგ მოხდა, რაც მან „რაღაცებზე ხელი არ მოაწერა“. შაიშმელაშვილი ასევე აცხადებს, რომ თამაზ ბორაშვილის სუს-ის უფროსად დანიშვნა მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის მიერ სამომავლოდ მაღალი მღელვარების გამომწვევი ქმედებების დაგეგმვაზე.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
მისი თქმით, გელა გელაძემ "რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება". ირაკლი შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ ჯობდა სუს-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძესავით "საერთოდ გამქრალიყო", ვიდრე შს მინისტრის მოადგილედ გადასულიყო.
გეკა გელაძე, თუ გელა, ვერ ჩამოვყალიბდი რა ჰქვია მაგ კაცს, ეს არ არის ის პიროვნება, რომელიც კალოშებით მოვიდა და ფული არის მისი ინტერესი. ჩემი აზრით, გელამ რაღაცები არ შეიზილა, გელამ რაღაცებზე ხელი არ მოაწერა და ამიტომ მოხდა გელას გადაყენება და წაიყვანეს და დაუქვემდებარეს ისევე თავის ყოფილ, ანუ ვისი უფროსიც იყო, ახლა მის მოადგილედ გადაიყვანეს. დამამცირებელია, მაგას ჯობდა, როგორც მდინარაძემ დაწერა განცხადება და საერთოდ გაქრა, ისე წასულიყო გელაც," - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, "ბორაშვილმა ძალიან კარგად გაართვა თავი ბინძური დავალებების შესრულებას" და ეს "ქართულ ოცნებაში" მოეწონათ".
გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ივანიშვილი გეგმავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რამაც საზოგადოებაში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მაღალი მღელვარება და ამ მაღალი მღელვარების ჩასახშობად ბორაშვილი იქნება "იდეალური კადრი".
მე კიდევ უფრო მიმყარდება ჩემი ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავს ძალიან ცუდი, ისეთი ქმედებების განხორციელებას, რამაც საზოგადოებაში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მაღალი მღელვარება და ამ მაღალი მღელვარების ჩასახშობად ბორაშვილი იქნება იდეალური კადრი ამ ნაწილში იმიტომ, რომ ადრე თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციიდან კურირებდა, ახლა უკვე განახორციელებს, როგორც სუს-ის უფროსი," - აღნიშნა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
დღესვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.