ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გია ვოლსკი - საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, ტურბულენტურ სამყაროში, სერიოზული გამოწვევების ფონზე, სუს-ს ყოველთვის საქმიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - ვფიქრობ, საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიტიურია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პოსტზე შიგნიდან შერჩეული კადრის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა. ვოლსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირი საკადრო ცვლილებები სასურველი არ არის, სუს-ს მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა და ახალი ხელმძღვანელი საქმეს იცნობს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა, ხოლო ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

გია ვოლსკი - საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, ტურბულენტურ სამყაროში, სერიოზული გამოწვევების ფონზე, სუს-ს ყოველთვის საქმიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - ვფიქრობ, საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიტიურია
გია ვოლსკი - საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, ტურბულენტურ სამყაროში, სერიოზული გამოწვევების ფონზე, სუს-ს ყოველთვის საქმიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - ვფიქრობ, საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიტიურიაინტერპრესნიუსი

საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, ამ სამსახურს, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, საქმიანობის ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოსტზე საუკეთესო კადრია შერჩეული.

"ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არა გარედან, არამედ შიგნიდან იქნა შერჩეული ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი. წარმატებებს ვუსურვებ მას. რასაკვირველია, ვფიქრობთ, რომ ამ საქმიანობას შედეგი ექნება და საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიტიურია. ამავე დროს, გელა გელაძეზეც უნდა ითქვას, რომ მან საკმაოდ საინტერესო პერიოდი გაიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ამ მოკლე პერიოდში თავი პოზიტიურად დაანახა და წარმატებებს ვუსურვებთ მასაც.

საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ასეთი ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ - "ყველაფერი ითვლება შედეგების მიხედვით". შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, რეგიონში და მსოფლიოში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, ამ სამსახურს, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, საქმიანობის ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. გარდა ამისა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულია გარედან. დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო, გადაწყვეტილებებიც კოლექტიურად მიიღებოდა და მე არ მგონია, რომ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამაზე შეიძლება დაისვას. რასაკვირველია, ჯობია ერთი ადამიანი მუშაობდეს და იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ არის გარკვეული ვითარება, როდესაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.