ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიდიზელის მწარმოებელ ობიექტებზე იერიშების შეჩერებისკენ მოუწოდა, რაზეც მხარეებისგან გარკვეული რეაქცია მოჰყვა. პარალელურად, განიხილება სამმხრივი მოლაპარაკებების პერსპექტივები და ტერიტორიული დათმობების საკითხი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ინიციატივას კი კრემლმა უარით უპასუხა. საბრძოლო მოქმედებები და საპასუხო იერიშები გრძელდება, ვრცელდება ცნობები პოლონეთის საზღვართან მატარებელზე იერიშისა და სანაპიროსთან აღმოჩენილი რუსული დრონის შესახებ.

ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია
ტრამპის ულტიმატუმი ზელენსკის და რუსეთ-უკრაინის ომში NATO-ს შესაძლო ჩართვა - ორი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიარუსთავი 2

ვაშინგტონმა კიევს ახალი პირობა წაუყენა - დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის დიზელის მწარმოებელ ობიექტებზე დარტყმების შეჩერებისკენ მოუწოდებს. შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ იერიშები დიზელის საწვავის დეფიციტს და ტარიფების ზრდას განაპირობებს. თეთრი სახლის ლიდერის ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას უკვე დათანხმდა უკრაინა, მოწოდება გაიზიარა რუსეთმაც.

ოფიციალური ვაშინგტონის კიდევ ერთი გზავნილი კიევმა ჯარედ კუშნერისგან მოისმინა. სამმხრივი მოლაპარაკებების აღდგენის პერსპექტივაზე საუბრისას, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინა ამ ეტაპზე უარს ამბობს რუსეთის მიერ მოთხოვნილი ტერიტორიების დათმობაზე, რაც, მისი შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას აფერხებს.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის და პირისპირ მოლაპარაკებების წინადადებით გამოდის უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს მაიამიში, "დიდი ოცეულის" დაგეგმილ სამიტზე შეხვდეს.

ცნობილია ოფიციალური მოსკოვის პოზიციაც - კრემლმა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა უარყო. ამასთან, პესკოვმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით, სამმხრივი შეხვედრა ოქტომბერში, აბუ-დაბიში გაიმართოს.

დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად, რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობს. სახანძრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს ჩერნიგოვის, სუმის, დონეცკის, დნიპროს, ოდესისა და კიევის ოლქებში.

საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. აფეთქებებია კრასნოდარის მხარეში, ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში. იწვის ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტები და სასაწყობე ტერიტორიები.

რუსეთის მხრიდან ევროპული სახელმწიფოების მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციებსა და საფრთხეზე საუბრობენ პოლონეთის, გერმანიის, NATO-ისა და ევროკავშირის ლიდერები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, პოლონეთის საზღვართან, სამგზავრო მატარებელზე იერიში მიიტანეს. სამიზნე ის შემადგენლობა აღმოჩნდა, რომლითაც ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები გადაადგილდებოდნენ.

პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ინფორმაცია გაავრცელა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების ცნობით, ბალტიის ზღვაში, პოლონეთის ქალაქ იაროსლავეცთან მდებარე სოფელ რუსინოვოს სანაპიროსთან, რუსული დრონი აღმოაჩინეს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა კონტექსტია საჭირო ამბის გასაგებად?
  2. რა ჰგავს და რა განსხვავდება ადგილობრივ გამოცდილებაში?
  3. რომელი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით წყაროს?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.