„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე,
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ დაემატება, თუმცა სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა არ მოითხოვება. ასევე გაჟღერდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადის ცვლილებასთან დაკავშირებით და იმსჯელეს საშემოდგომო სესიის გეგმებზე.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო.
უმრავლესობის წევრებმა ქვეყანაში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას ეხებოდა. უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, დაემატება პარტია „გახარია- საქართველოსთვის“. აქვე აღინიშნა, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, არც ამ სარჩელის პირობებში არ არის მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.
შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე 40 ათასლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და გადასახადი დაეკისრება იმ პირებს, ვისი შემოსავალიც 100 ათასი ლარიდან იწყება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს მოკლე და საშუალოვადიან გეგმებსა და სამთავრობო სტრატეგიაზე, კერძოდ, იმ ძირითად საკითხებსა და ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც საშემოდგომო სესიის განმავლობაში არის დაგეგმილი.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.