"ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო. სხდომაზე განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის საკითხი, რომელსაც პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დაემატება. ასევე წარმოდგენილი იქნა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით და იმსჯელეს საშემოდგომო სესიის სამთავრობო სტრატეგიაზე.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო.
უმრავლესობის წევრებმა ქვეყანაში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას ეხებოდა. უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, დაემატება პარტია „გახარია- საქართველოსთვის“. აქვე აღინიშნა, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, არც ამ სარჩელის პირობებში არ არის მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.
შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და გადასახადი დაეკისრება იმ პირებს, ვისი შემოსავალიც 100 ათასი ლარიდან იწყება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს მოკლე და საშუალოვადიან გეგმებსა და სამთავრობო სტრატეგიაზე, კერძოდ, იმ ძირითად საკითხებსა და ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც საშემოდგომო სესიის განმავლობაში არის დაგეგმილი.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.