ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროპული ბიუროკრატიის კრიზისი და მზარდი უკმაყოფილება საზოგადოებაში - ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის ორი ლიდერის რეიტინგი უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა

სტატიის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის ლიდერის რეიტინგები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, რასაც გამოკითხვები ადასტურებს. მთავრობის მეთაურისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ეს ევრობიუროკრატიის მარცხისა და არასწორი პოლიტიკის შედეგია, ხოლო ოპოზიცია ამას დემოკრატიული პროცესის ნაწილად მიიჩნევს.

ევროპული ბიუროკრატიის კრიზისი და მზარდი უკმაყოფილება საზოგადოებაში - ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის ორი ლიდერის რეიტინგი უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა
ევროპული ბიუროკრატიის კრიზისი და მზარდი უკმაყოფილება საზოგადოებაში - ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის ორი ლიდერის რეიტინგი უკიდურესად დაბალ ნიშნულზეარუსთავი 2

ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი საკუთარ ქვეყნებში უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევენ, ვიდრე მხარდაჭერას იღებენ. ამას ბოლო დროის ავტორიტეტული კვლევები აჩვენებს. პოლიტიკური დებატების ცენტრში კი უკონტროლო მიგრაცია, სხვა ქვეყნის ომის დაფინანსება და ბრიუსელიდან მართული პოლიტიკაა.

ანტირეკორდის მიზეზებზე თბილისში უკვე საუბრობენ. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ გერმანიასა და საფრანგეთში არსებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების საბაბი ამ ქვეყნებში მიმდინარე არასწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციებია.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მაკრონისა და მერცის მიმართ მხარდაჭერის ვარდნა დემოკრატიული პროცესის ნაწილია. თუმცა, მათ პასუხებში ყურადღება რეიტინგების ცვალებადობაზე გადადის. თუმცა, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მათ მიერ არაერთხელ მოწონებული პოლიტიკა, დღეს დასავლეთში ნეგატიურ განწყობას იწვევს.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესები ევრობიუროკრატიის მარცხის კიდევ ერთი დასტურია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ, არაფორმალური ძალებისადმი მორჩილების შედეგად, ერთ დროს ძლიერი პოლიტიკოსები დღეს ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ფიგურებად იქცნენ.

"იფსოსის" კვლევით, საფრანგეთში, ემანუელ მაკრონის საქმიანობას გამოკითხულთა 81 პროცენტი უარყოფითად აფასებს, გერმანიაში კი 78 პროცენტი ფრიდრიხ მერცს კანცლერის პოსტზე სწორ არჩევანად აღარ მიიჩნევს. გერმანული გამოკითხვა კვლევითმა ინსტიტუტმა INSA-მ "ბილდის" დაკვეთით ჩაატარა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.