საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ფრანგული მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონის საქმიანობას 81% უარყოფითად აფასებს, ხოლო დადებითად მხოლოდ 16%. გერმანიაში, "ბილდის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79% არ ენდობა ფრიდრიხ მერცს, ხოლო მხოლოდ 14 პროცენტს მიაჩნია, რომ ის შეეფერება კანცლერის თანამდებობას.

გამოკითხვების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, "იფსოსის" კვლევამ აჩვენა, რომ ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მის საქმიანობას 81% უარყოფითად აფასებს.
"მსყიდველობითუნარიანობასა და სოციალურ დაცვაზე არსებული შეშფოთების ფონზე, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პრემიერ-მინისტრის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა მათ ანტირეკორდი მოხსნეს.
9-10 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მეთაურმა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ პოპულარობის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია - მას დადებითად მხოლოდ 16% აფასებს.
მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი მოსალოდნელად შემცირდა ოპოზიციის მხარდამჭერებშიც", - წერს გამომცემლობა RTL-ი
ფრიდრიხ მერცს კი, ქვეყნის მოსახლეობის 79% არ ენდობა. გერმანიაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ბილდის" დაკვეთით ჩატარდა.
"შავ-წითელი კოალიციისთვის და განსაკუთრებით კანცლერი ფრიდრიხ მერცისთვის გამოკითხვების შედეგები დამანგრეველია: გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტს მიაჩნია, რომ ის შეეფერება ფედერალური კანცლერის თანამდებობას. ხოლო 78 პროცენტი საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამს. მერცს მხარს აღარ უჭერს ამომრჩეველთა უმრავლესობა" - წერს გამომცემლობა WELT-ი
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.