საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავალი 100 ათასი ლარიდან იწყება
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე არსებული 40 ათასლარიანი ზღვარი უქმდება. უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ქონების გადასახადი შენარჩუნდება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა შემოსავალი 100 ათასი ლარიდან იწყება და ზემოთაა. ცვლილების შედეგად ქონების გადასახადი 81 ათას პირს გაუუქმდება, პარლამენტი ინიციატივას დაჩქარებული წესით მიიღებს.

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე 40 ათასლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავალი 100 ათასი ლარიდან იწყება.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.
„ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, დაჩქარებული წესით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადზე 40 ათასლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი შენარჩუნდება 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე. ამით 81 ათას პირს, რაც ვიცით, გაუუქმდება ქონების გადასახადი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.