ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი შენარჩუნდება 100 000-ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე. სტატიაში ასევე განმარტებულია არსებული წესები დეკლარაციის შევსების, შემოსავლების ნახვისა და ოჯახის წევრის განსაზღვრის შესახებ.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი შენარჩუნდება 100 000-ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე“, - თქვა საპალრამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
არსებული რეგულაციით, ვის ეკუთვნის დეკლარაციის შევსება?
მოქმედი კანონმდებლობით, თუკი გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ანაზღაურება 40 000 ლარზე მეტი იყო, ვალდებული ხართ შეავსოთ დეკლარაცია. აუცილებელია, ქონებრივი დეკლარაცია შეივსოს მაშინაც, თუკი ოჯახის შემოსავალი აჭარბებს ამ თანხას.
იგივე წესი ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე.
რას ნიშნავს 40 000 ლარიანი ხელფასი?
თუ თქვენ „ხელზე“ 40 000 ლარზე ნაკლები აიღეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ხართ ვალდებული დეკლარაცია შეავსოთ. შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც დამსაქმებელი გიხდით თქვენ და რიცხავს ბიუჯეტში (20%) და საპენსიო შენატანის სახით (2%).
თქვენ გეკუთვნით საშემოსავლო გადასახადის გადახდა, თუკი „ხელზე“ ყოველთვიურად 2600 ლარს ან მეტს იღებთ.
სად ვნახო შემოსავლები?
თქვენი ხელფასი ყველა გადასახადის ჩათვლით ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge): მენიუდან უნდა გადახვიდეთ „ზოგად ინფორმაციაში“, შემდეგ კი ნახოთ „პირადი შემოსავალი“.
როგორ უნდა მიხვდეთ, „საოჯახო“ დეკლარაცია უნდა შეავსოთ თუ „ინდივიდუალური“?
„საოჯახო“ დეკლარაციის შევსების შემთხვევაში იზოგება დრო, თუმცა „ინდივიდუალური“ დეკლარაციის შევსება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომლის ხელფასიც (გადასახადების ჩათვლით) აღემატება 40 000 ლარს.
ვინ ითვლება ოჯახის წევრად?
ნებისმიერ ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება სულაც არ იყოს დედა, მამა, და ან ძმა. შესაძლოა იყოს დეიდაშვილი, სიძე ან მეგობარი.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ქონება თანასაკუთრებაა?
უნდა მიუთითოთ მხოლოდ ის წილი, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით თქვენ გეკუთვნით.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
- როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
- როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.