ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლუკა ეხვაია, „ფუკოს ქანქარის“ დამფუძნებელი
ლუკა ეხვაია, რომელიც ადრე ყაველაშვილის მრჩევლად მუშაობდა და TikTok-არხ „ფუკოს ქანქარის“ თანადამფუძნებელია, ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

ლუკა ეხვაიას, ტიკტოკ-არხის, „ფუკოს ქანქარის“ თანადამფუძნებელს, სხვადასხვა დროს ეკავა პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციები.
ლუკა ეხვაია აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტას მიიჩნევს „დიდ ნაბიჯად დეკოლონიზაციის გზაზე“;
ის თვლის, რომ საჭიროა, საქართველო რეგიონულ „3+3“ ფორმატში ჩაერთოს;
2025 წლის აპრილში აცხადებდა, რომ ფიქრობს, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს მზაობა, რომ აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით არ შეიცვლებოდა.
იგი ყაველაშვილის მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში 2025 წლის პირველ ნახევარში დაინიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, რომ ლუკა ეხვაია არის საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტი.
„მას კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში - პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრი.
„იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი“, - წერია 14 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყაველაშვილის მრჩევლის პოზიციაზე საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ლუკა ეხვაია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 6424 ლარს იღებდა ანაზღაურების სახით.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.