ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა. ადმინისტრაციის ცნობით, იგი სხვადასხვა დროს მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში და არის საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ის სხვადასხვა დროს მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში.
"ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში - პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი", - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღია წყაროების თანახმად, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია. 2010 - 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში - სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი); 2015 - 2017 წლებში კი - ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.