მსურს, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურაზე კენჭისყრა ოთხშაბათს ჩატარდება - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. პარლამენტში უკვე შემოსულია პრემიერ-მინისტრის წარდგინება სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის თაობაზე, რომელსაც ოთხშაბათს უყრიან კენჭს.

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მან გეკა გელაძეს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის.
"დღეს გავრცელდა განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გეკა გელაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. მსურს, მადლობა გადავუხადო მას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის. გეკა გელაძეს წარმატებას ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. პარლამენტში უკვე შემოსულია პრემიერ-მინისტრის წარდგინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის თაობაზე, რომელსაც დღეს გადავცემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. ოთხშაბათს პარლამენტში მის კანდიდატურაზე კენჭისყრა ჩატარდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს 15-18 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც გააცნო.
პარლამენტის ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.