ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტში თამაზ ბორაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადადის, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურაზე, თამაზ ბორაშვილზე, კენჭისყრა პარლამენტში ოთხშაბათს გაიმართება.

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტში თამაზ ბორაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება
შალვა პაპუაშვილი – პარლამენტში თამაზ ბორაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართებაპირველი არხი

გეკა გელაძე გადადის შს მინისტრის მოადგილედ, უპირველეს ყოვლისა, მინდა გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში და წარმატება ვუსურვო მის შემდეგ საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება.

„უკვე შემოსული არის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული წარდგინება კანდიდატურის თამაზ ბორაშვილის, რომელსაც დღეს გადავცემთ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. რეგლამენტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩანიშვნა არის საჭირო კომიტეტის სხდომის, ოთხშაბათს დილით ჩაინიშნება კომიტეტის სხდომა ორდღიანი ვადის გათვალისწინებით და ოთხშაბათს გვექნება უკვე კანდიდატურაზე კენჭისყრა პარლამენტში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.