ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი დელეგაციასთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია. სტუმრებმა დაათვალიერეს ლაბორატორიები და ავტოპარკი. დელეგაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა უმასპინძლეს.

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვიარუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია.

დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას.

სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე.

სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ასევე, მოინახულეს დეპარტამენტის ავტოპარკი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები.

დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა უმასპინძლეს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.