სულხან თამაზაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არპინე სარგსიანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სამომავლო გეგმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საქართველოში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არპინე სარგსიანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
ორი ქვეყნის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობასა და მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.