ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

Nasdaq-ის წარმომადგენელი: გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართ

თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ორგანიზებით, Nasdaq-თან პარტნიორობით "GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა. ფორუმზე წარდგენილი იქნა GMAP-ის კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ფინანსური მდგრადობისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. Nasdaq-ის მმართველმა დირექტორმა ვინსენტ ლემარმა განაცხადა, რომ ისინი მოხარულნი არიან საქართველოს ფინანსური საზოგადოების პარტნიორობით და GMAP პროგრამის ინიციატივაში მონაწილეობით.

Nasdaq-ის წარმომადგენელი: გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართ
Nasdaq-ის წარმომადგენელი: გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართრუსთავი 2

"ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და ვართ GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას. Nasdaq-ი, ვაერთიანებთ საზოგადოებებს, ეს არის კომპანიის დნმ-ი და არსი, რადგან ისტორიულად ჩვენ ბაზრებს ვმართავთ. აქ, Nasdaq-ის ფინტექი ასევე უზრუნველყოფს ტექნოლოგიას საქართველოს ფინანსური საზოგადოების გასაერთიანებლად, რათა გაუმჯობესდეს ფინანსური ინფრასტრუქტურა", - ამის შესახებ "GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე" Nasdaq-ის მმართველმა დირექტორმა ვინსენტ ლემარმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება "GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.