ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ალექსანდრე ხაზარაძე: Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე

თბილისში GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026 გაიმართა, სადაც საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის კონცეფცია წარადგინეს. ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ განაცხადა, რომ Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იგეგმება ერთობლივი გუნდის შექმნა ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გასაზრდელად. პროგრამა მიზნად ისახავს რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას და თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას.

ალექსანდრე ხაზარაძე: Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე
ალექსანდრე ხაზარაძე: Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზერუსთავი 2

ფინანსური ბაზრები ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა, ეროვნული ბანკის მიზანს კი პროცესის ტექნოლოგიური და რეგულაციური ხელშეწყობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარება და არსებული დადებითი დინამიკის კიდევ უფრო აჩქარება წარმოადგენს, - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.

„Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე. სწორედ ეს არის დღევანდელი ღონისძიების დანიშნულება, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება და ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების საქმეში“ - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის წარმატება დამოკიდებულია კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობაზე, ასევე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და ტექნოლოგიური სისტემების დანერგვაზე. მისი თქმით ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია დაკავშირებულია რისკებთან და ეს რისკები უნდა იყოს მართული, უნდა გაიზომოს, არსებობდეს ლიმიტები და რისკების ტრანსფორმაციის საშუალება რაც ფინანსებში ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია.

“საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ბანკები სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად. მართონ დიდი მოცულობს რისკები ისე, რომ მათი ბიზნესი იყოს დაცული და ჰეჯირების ინსტრუმენტებით კლიენტებს შეღავათიან ფასებში მოემსახურონ“, - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. ვის საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
  2. როგორ ნაწილდება რესურსი და პასუხისმგებლობა?
  3. როგორ შეიძლება შედეგის შეფასება?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.