ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლაშა ბერიძის ადვოკატი - სახალხო დამცველის მოსაზრებით, საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს, კონკრეტული პირების მიმართ ადგილი ჰქონდეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას

ლაშა ბერიძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, სახალხო დამცველის მოსაზრებით, არ არსებობს საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები კონკრეტული პირების მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის. ადვოკატი მოითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინოს სახალხო დამცველის „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება.

ლაშა ბერიძის ადვოკატი - სახალხო დამცველის მოსაზრებით, საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს, კონკრეტული პირების მიმართ ადგილი ჰქონდეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას
ლაშა ბერიძის ადვოკატი - სახალხო დამცველის მოსაზრებით, საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს, კონკრეტული პირების მიმართ ადგილი ჰქონდეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასინტერპრესნიუსი

სახალხო დამცველის მოსაზრება გამოიხატება იმაში, რომ საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს იმისათვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ ადგილი ჰქონდეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას , - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ აღნიშნულ საქმეში „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება, სასამართლომ უნდა გაიზიაროს.

„საქართველოს სახალხო დამცველმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება ბატონ პაატა მანჯგალაძის საქმესთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ სახალხო დამცველთან წარვადგინეთ აღნიშნული განაჩენი, საქმის მასალები და პირადად ჩემი სააპელაციო საჩივარი.

სახალხო დამცველმა თავიდან შეისწავლა აღნიშნული საქმე ლაშა ბერიძესა და ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საკუთარი მოსაზრება, როგორც „სასამართლოს მეგობარმა“. ბუნებრივია, აღნიშნული მოსაზრება გაზიარებული და გათვალისწინებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოში.

ნებისმიერი იურისტი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საქმეს, დარწმუნდება, რომ ლაშა ბერიძეს არ განუხორციელებია ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მის ქმედებაში არ იკვეთება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. მას არცერთი პირისთვის არანაირი მითითება, როლის განაწილება, ორგანიზება, ფუნქციების გადანაწილება და მაკვალიფიცირებელი გარემოებები არ განუხორციელებია, რაც აუცილებელია ზოგადად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის, ეს გარემოებები ლაშა ბერიძის მხრიდან სახეზე არ იკვეთება. ვერცერთი მოწმე ვერ იტყვის იმას, რომ ლაშა ბერიძემ რაიმე მითითება ან როლი მისცა, ფუნქციები გაუნაწილა და ასე შემდეგ.

ნებისმიერი იურისტი, ვინც ამ საქმეს შეისწავლის, დარწმუნდება, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობდა, ხოლო დღეს არსებული მდგომარეობით დარწმუნდება, რომ სახეზე გვაქვს სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სახალხო დამცველი არ არის მოსამართლე და ის არ წერს, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სახალხო დამცველი საკუთარ კვალიფიციურ სამართლებრივ მოსაზრებას წარუდგენს სასამართლოს, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია გაიზიაროს იგი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახალხო დამცველი ვერ იქნება ვერც ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ერთი და იგივე სამართლებრივი მოსაზრება გააჩნდეს, როგორც ადვოკატს, ასევე, სახალხო დამცველს. ამიტომ პირდაპირ ვერ მიუთითებს და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი იურისტი, ვინც ობიექტურად შეაფასებს ამ საქმეს, დარწმუნდება, რომ ბერიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და არც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.

სახალხო დამცველის მოსაზრება გამოიხატება იმაში, რომ საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს იმისათვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ ადგილი ჰქონდეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას“,- განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა.

განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.