ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,,მე მოგიყვებით, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეხმაურება ირაკლი რუხაძის ჩვენებას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე და აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილსა და სააკაშვილს შორის შეთანხმება შედგა ერთობლივი კომპანიის შექმნაზე, სადაც სახელმწიფო რკინიგზას ჩადებდა, ხოლო პატარკაციშვილი მაგთის საკონტროლო პაკეტსა და ტელევიზიას გადასცემდა. ხუხაშვილის თქმით, ეს გარიგება საბოლოოდ თავად პატარკაციშვილმა ჩაშალა, რასაც სააკაშვილის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა.

,,მე მოგიყვებით, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის“ – გია ხუხაშვილი
,,მე მოგიყვებით, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის“ – გია ხუხაშვილიალია

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ირაკლი რუხაძის ჩვენებაზე, რაც მან სააკაშვილის პროცესზე მისცა:

,,როგორც ყოველთვის, ვისმენთ ორ ნახევარ-სიმართლეს ორივე მხრიდან.

მე, როგორც ამ პროცესების მონაწილე, შევეცდები მოგიყვეთ, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის:

სააკაშვილი თვლიდა, რომ ბადრი გირგვლიანის თემას პოლიტიკურად იყენებდა ხელისუფლების წინააღმდეგ.

რუხაძე მართალს ამბობს, რომ შედგა შეთანხმება მათ შორის. თუმცა, არა ტელევიზიის რკინიგზაში გაცვლის თაობაზე, არამედ ერთობლივი კომპანიის შექმნაზე, რომელშიც ხელისუფლება ჩადებდა რკინიგზას, ხოლო ბადრი მაგთის საკონტროლო პაკეტს და ტელევიზიას. სულ 3 მილიარდიანი კონტრაქტი იდებოდა, რომელშიც იმედის წილი 400 მილიონს შეადგენდა.

ეს თემა ბადრიმ ჩემთან განიხილა. რაზეც ვუთხარი, რომ არ ვურჩევდი ამის გაკეთებას რიგი, მათ შორის პირველ ყოვლისა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე – არ შეიძლებოდა რკინიგზა, როგორც სტრატეგიული აქტივი ჩვენი გეო-პოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, მთლიანად კერძო მფლობელობაში გადასულიყო.

ბადრიმ ეს გარიგება, რომელიც უკვე პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე იყო გასული, ჩაშალა.

მიშამ ჩათვალა, რომ ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა და დაიწყო კიდეც ომი.

ამიტომ, როდესაც მიშა და მისი მოწმეები ბადრის აკავშირებდნენ და აკავშირებენ რუსეთთან, ეს არის ცინიზმი, რადგან თვითონ შესთავაზეს პარტნიორობა “რუსეთის კაცს”.

ბადრი ნამდვილად მოკლა იმ პროპაგანდისტულმა ნიაღვარმა, რაც მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ პროპაგანდისტულ ომს, “სახელმწიფო გადატრიალების” საქმის აღძვრით, რომლის ფიგურანტი მეც გახლდით.

ხომ არ იცით, რა ბედი ეწია ამ საქმეს?!

თარგამაძე სწორად მოიქცა, როდესაც არ გაუშვა ის ჩანაწერი, რადგან ხელისუფლებამ ისიც თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

ომის მიმდინარეობის პერიოდში რუხაძე არსად გამოჩენილა ბადრის მხარეს. მეტიც, ვეჭვობ მას საკმაოდ “თბილი” ურთიერთობები ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან. მაგალითად, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცდილობდა ჩემთან “დაელაგებინა” გიგი უგულავას, როგორც “კარგი ბიჭის” თემა. მეტს ახლა აღარაფერს ვიტყვი…

შეიძლება, ეს თემა ახლა არ არის ასე მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, ჯობია სიმართლე იცოდეს, ვიდრე ის, რასაც თავს გვახვევს ერთი, თუ მეორე მხარე.“

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ალია

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.